თბილისში ავტომობილის ქურდობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისში ავტომობილის ქურდობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ მყისიერად დაადგინა ავტომობილის ადგილსამყოფელი, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა და ეჭვმიტანილი დააკავა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.