Receptor Food: ბათუმში ღია ცის ქვეშ ფესტივალი გაიმართება

გემრიელი კერძები, ზღვა და შესანიშნავი მადა - აჭარის დედაქალაქი ყველა სტუმარს გასტრონომიის დღესასწაულზე ეპატიჟება.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ბათუმის ძველ ბულვარში 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე საკვების ფესტივალი Receptor Food Festival გაიმართება.
უამრავი გემრიელი კერძის გარდა, სტუმრებს ელოდება მუსიკა, განწყობის შესაბამისი სასმელები. ორგანიზატორები ასევე სტუმრებს უამრავ სიურპრიზს და საჩუქარს პირდებიან.
1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს „მზესუმზირა”.