ქართველმა მორაგბეებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს

ქართველმა მორაგბეებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს გუნდი დიდი ექვსეულიდან
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩი იტალიის წინააღმდეგ ანგარიშით 28:19 მოიგო.
ეს გუნდების მეხუთე შეხვედრა იყო. პირველი ოთხი მატჩი იტალიელებმა მოიგეს.
საქართველოს ნაკრები შეხვედრის მე-11 წუთიდან იგებდა. „ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ სანდრო თოდუას შეტევისა და წარმატებული ლელოს წყალობით - 5:0. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაწინაურების შემდეგაც შეინარჩუნა.
გარკვეულ მომენტში იტალიის ნაკრებმა ქართველი მორაგბეების შეცდომებით ისარგებლა და ზედიზედ 13 ქულა დააგროვა. მეორე ტაიმი მშვიდად დაიწყო, მე-60 წუთზე გუნდებმა მხოლოდ თითო საჯარიმო დარტყმა გაცვალეს. 69-ე წუთზე გელა აფრასიძემ ბრწყინვალედ გარდასახა საჯარიმო დარტყმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.
„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის მატჩებს შინ 2015 წლის „თბილისის თასის“ შემდეგ პირველად ატარებენ - ორს ქუთაისში და ერთს ბათუმში. 3 ივლისს საქართველო არგენტინას XV შეხვდა (საქართველო 24:30 დამარცხდა), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლა, 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს.