თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს: დაკავებულია 18 წლის მამაკაცი

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 18 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7ივლისს ბრალდებულმა ცივი იარაღით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს