თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში 9 ივლისს 50-იანი წლების ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის პერსონალური გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენელია. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ერთგვარი ძვრები ქართულ ხელოვნებაში.
ხახუტაშვილი 1927 წელს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ იმდროინდელი ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები - მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვები.
ხახუტაშვილის მხატვრული ინტერესების სფერო ძალიან მრავალფეროვანია - ესაა მრავალფიგურიანი კომპოზიციები, პეიზაჟები თუ პორტრეტები, დეკორატიული კომპოზიციები და ქანდაკებებით.
ის მუშაობდა რეალისტური, იმპრესიონისტული, ექსპრესიონისტული, კუბისტური და სიურეალისტური მიმართულებებით. მხატვარი ხშირად ერთსა და იმავე სიუჟეტს სხვადასხვა ჟანრში ქმნიდა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ილუსტრაციის ხელოვნებასაც. დიმიტრი ხახუტაშვილი გაზეთ „დილასთან“ დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა, მას მრავალი ცნობილი ნაწარმოების ილუსტრაციები ეკუთვნის.
ხახუტაშვილმა შექმნა 800-ზე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.