მსოფლიო დღეს

ილონ მასკმა Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა

მასკმა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოითხოვა კომპანიის მონაცემების შემოწმება ყალბი ან სპამ- ანგარიშების რაოდენობაზე.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა Twitter-ს აცნობა, რომ ტოვებს ამ პლატფორმის შესყიდვის გარიგებას, ნათქვამია მისი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მასკმა Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მოითხოვა კომპანიის მონაცემების შემოწმება, მათ შორის სპამის გასაგზავნად გამოყენებული ფეიკ-ანგარიშების რაოდენობა ხომ აღემატებოდა 5 პროცენტს.
„მასკი იყენებს თავის უფლებას, გაწყვიტოს შეთანხმება შერწყმის შესახებ და უარი თქვას გარიგებაზე... ბატონ მასკს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ Twitter-ში ფეიკ- ან სპამ-აკაუნტების ნამდვილი რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება სოციალური ქსელის მიერ მითითებულ „5%-ზე ნაკლებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მილიარდერის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია კომპანიის საკადრო პოლიტიკამ, ბოლო დროს თანამშრომლების გათავისუფლებამ და ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების შეჩერებამ. გარდა ამისა, პლატფორმის მენეჯმენტმა შეცდომაში შეიყვანა მასკი გარიგების დადებისას, მოგვიანებით კი „ტვიტერმა“ ვერ შეძლო ან უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე“ სპამის და ყალბი ანგარიშების შემოწმებისა და მათი დაბლოკვის პროცესის შესახებ. ამასთან, ბიზნესმენი არ არის კმაყოფილი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მოწოდებული მასალებით.

Twitter სასამართლოს მიმართავს

ამასთან, Twitter-ის დირექტორთა საბჭოს დირექტორმა ბრეტ ტეილორმა გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის შესახებ განაცხადა. მან თავის აკაუნტზე დაწერა, რომ კომპანია აპირებს მიაღწიოს შესყიდვას სასამართლოს გზით.
„Twitter მზად არის დახუროს გარიგება მისტერ მასკთან შეთანხმებულ ფასად და პირობებით, და ასევე გეგმავს სარჩელის შეტანას შერწყმის შესახებ შეთანხმების აღსრულების მიზნით“, - დაწერა ტეილორმა.
ის დარწმუნებულია, რომ სოციალური ქსელი სასამართლო პროცესს მოიგებს.