მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი, რომელიც პრესას ინტერვიუს იშვიათად აძლევს, ჟურნალ „გზას“ ესაუბრა. აღმოჩნდა, რომ მსახიობს არ მოსწონს გახვრეტილი ცხვირი, ტატუ.
„გვსმენია, როგორი იყო ქართველი ქალი – თავისებური ხიბლით, სტუმარ-მასპინძლობით და ყველა კუთხით. დღევანდელი ახალგაზრდა გოგონები ნუ მიწყენენ და, არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები, ენები, სხეულზე ყველგან ტატუ. დედაჩემის დროს ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა, სახლიდან გამოგაგდებდნენ და სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო“, – ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ქართველები მდიდარი წარსულის ვართ, მაგრამ, რატომღაც, სხვისი მიბაძვისკენ მივისწრაფვით. არსად არავის არ უნდა შევედაროთ და ვერავინ შემოგვედრება.
„მრავალსაუკუნოვანი წარსული გვაქვს და სხვებმა აქეთ ჩვენზე ილაპარაკონ. ჩვენ ნუ შევნატრით – არიქა, იტალიელებს და ბრიტანელებს რა ლამაზი თვალები აქვთო! და, კიდევ, ფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ხარისხია. ქართველებს ყველაფერში ძალიან კარგი ხარისხი გვაქვს, მთავარია ვიცოდეთ, სად არის ეს ხარისხი“, – ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი.