ყვითელი ამბები

„ტაფა ნამდვილი იყო... ბოდიში“ - ჩცდ-ის ფინალურ სერიაში „ბაქარი“ დაშავდა

Sputnik
მსახიობი ნანცო ცხვირაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაქარ ორჯონიკიძის ცოლს განასახიერებს. ბოლო სეზონის ფინალურ სცენაში ნანცოს გმირი ვეღარ იტანს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმრისგან და მას თავში ტაფას ურტყამს. ამ ეპიზოდმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ყვითელი ამბები
„მოვრჩი გადაღებებს...“ - ჩცდ აღარ გაგრძელდება?
ნანცო ცხვირაშვილს ჟურნალი „გზა“ ესაუბრა. მისი თქმით, კონკრეტულად ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, არ ელოდა, მაგრამ სცენარში „ხასიათის გამოვლენის“ ინსპირაცია ბევრჯერ იგრძნო.

„არ ვიცოდი, როგორი მოქმედების გმირი გავხდებოდი, თუმცა ფაქტია, ჩემს პერსონაჟს ლელას ქმართან ურთიერთობა ეძაბებოდა და მეუღლეს ან უნდა დამორჩილებოდა, ან – არა. ჩემი აზრით, ამ ფინალურმა სცენამ ფემინისტური ხასიათი მიიღო. თითქმის ყველა, ვინც შემეხმიანა და ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, უცნობი ან ნაცნობი, ლელას მოქმედებით კმაყოფილია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ ეს ზოგადი კმაყოფილება მჩაგვრელი ქმრების მიმართ ქალებში დაგროვებულ აგრესიას რეალურად ასახავს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. გამოდის, ბევრი ქალისთვის სასურველი საქციელი ჩავიდინე“, – ამბობს მსახიობი.

როგორც ნანცო აღნიშნავს, სცენის გადაღებისას ბუბა მირცხულავა, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი, რეალურად დაშავდა.

„სცენის საბოლოო სახის ეფექტურად მონტაჟისთვის რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა. ბუბა დაშავდა – კოპი გავუჩინე, თუმცა ორივე ვცდილობდით, ნაკლები ფიზიკური შეხება გვქონოდა, მით უმეტეს – ტრავმა. მაგრამ ტაფა ნამდვილი იყო და არა ბუტაფორიული. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, დუბლი – არაერთი. ყველა დუბლისთვის ბოდიში, ბუბა“, – ამბობს მსახიობი.