მსახიობი მარინა კახიანი ამბობს, რომ თეატრისთვის საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო, რადგან უნდოდა მეორე შვილიც გაეჩინა, და წლების შემდეგ ინანა, რომ ეს თავის დროზე არ გააკეთა.
„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პროფესიამ ჩემი მეორე შვილი შეიწირა: მინდოდა მეორეც გამეჩინა, მაგრამ იმ ეტაპზე არ ვჩქარობდი, არ გავაჩინე და წლების შემდეგ ეს გადაწყვეტილება ვინანე. ჩემი შვილისთვისაც კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ერთი და ან ძმა ჰყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და ჰყავს. ისინი მამით ერთნი არიან და საუკეთესო ურთიერთობა აქვთ“, – ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ყველა დარდს პატარა ალექსანდრა მატარაძე – უმცროსი შვილიშვილი უქარვებს, რომელიც ახლა სამი წლისა და 4 თვისაა.
„ჩემი შვილი ხუმრობს ხოლმე, სიჯიუტით ბებიას ჰგავსო, მაგრამ ასე არ არის“, – ამბობს კახიანი.