სარაგბო ზეიმი: ბათუმი საქართველო-იტალიის მატჩისთვის ემზადება

10 ივლისს ბათუმში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველო-იტალიის რაგბის მატჩთან დაკავშირებით ბათუმში 8 ივლისს სარაგბო ზეიმი იწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 10 ივლისს ბათუმში ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ქუჩებში, ბულვარსა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება დრამების, ფრანების შოუ, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.

„ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივები სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვას შეძლებენ. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებების განრიგი:
8 ივლისი
20:00 - ევროპის მოედანი
მიუზიკლი “გაყრა”
ფანკ ბენდი
მგზავრები
Dj გურული
9 ივლისი
11:00 - 20:00 - ბათუმის ქუჩებში დრამების შოუ
11:00 - ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი
17:00 - რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი "არსიანი", გონიოს ციხე
20:00 - ევროპის მოედანზე: road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე
10 ივლისი
12:00 - 20:00 - ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან ფრანების შოუ
11:00 – 20:00 - დრამების შოუ - ბათუმის ქუჩებში, ბულვარსა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველოს ნაკრები გასულ კვირაში არგენტინა XV-თან ანგარიშით 24:30 დამარცხდა. საქართველოს იტალიასთან წინა ოთხივე შეხვედრა სტუმრად აქვს ჩატარებული და ჯერ მოგება არ აქვს: 14:31 (1998 წელი), 7:51 (2000), 22:31 (2003), 17:28 (2018).