ვერძი
თქვენი დევიზია „თვალი თვალს რომ მოსცილდება, გული გადასხვაფერდებაო". ცდილობთ რაც შეიძლება მეტად დატვირთოთ თავი მუშაობით ან შეხვედრებით, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ.
კურო
გრძნობებს საკუთარ თავში მალავთ. რომ გტკიოდეთ კიდეც, ამას გარე სამყაროს არ გაუმხელთ და თავს ისე დაიჭერთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მაგრამ შინაგანად ძალიან უბედური ხართ.
ტყუპი
მერყეობთ. ხანდახან ისე მოქმედებთ, თითქოს არაფერი საშინელი არ მომხდარა და მარტო ყოფნა ჯობს. ხანდახან კი ბრაზობთ და ამბობთ, რომ თქვენი ყოფილი ინანებს, გული რომ გაგიტეხათ.
კირჩხიბი
საოცრად მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ურთიერთობების შეწყვეტა თქვენზე ღრმა გავლენას ახდენს. ნუგეშს მეგობრებში ეძებთ და ბევრ მელანქოლიურ მუსიკას უსმენთ.
ლომი
განშორება ორმაგად განაღვლიანებთ, რადგან ვერ იტანთ, როდესაც თქვენ სიამაყეს ეხებიან. გაღიზიანების მოსახსნელად ინტიმური ურთიერთობების ძებნას თქვენ ყოფილზე უფრო მეტად სექსუალურ ვინმესთან დაიწყებთ.
ქალწული
თქვენ ძალზე კრიტიკული ხართ და ამიტომ პარტნიორის საქციელით იმედგაცრუებული რჩებით. თქვენთვის განშორება ღალატის ტოლფასია.
სასწორი
ბალანსის ოსტატი ბრძანდებით, ამიტომ ცდილობთ მალე შეიხორცოთ ჭრილობა — გამოიტიროთ, მედიტაციით ან კიდევ სხვა რამით დაკავდეთ.
მორიელი
თქვენ გულს არავინ გიტეხთ. ეს თქვენ უტეხთ სხვებს გულს.
მშვილდოსანი
ცოტა მოიწყენთ, მაგრამ მალე გამოხვალთ მდგომარეობიდან. თქვენ სიამოვნებას იღებთ საკუთარი დამოუკიდებლობისგან და იცით, რომ ზღვაში ბევრი თევზია.
თხის რქა
რაღაც დროის განმავლობაში მწყობრიდან გამოხვალთ, მაგრამ განსაკუთრებული დრამის გარეშე. იმედგაცრუების უფლებას თავს ცოტა ხნით აძლევთ, შემდეგ კი კვლავ წინ მიიწევთ.
მერწყული
თქვენი სული ამოუცნობია. როგორც წესი, პარტნიორს ძალიან არ ეჩვევით, ამიტომ განშორებას იშვიათად მოაქვს თქვენთვის დიდი დარდი და მწუხარება.
თევზები
ბევრ ლექსს წერთ.