ყვითელი ამბები

„მიყვარხარ 30 წელია... არ მყოფნიდა გამბედაობა მეთქვა“ - დემნას ამაღელვებელი მიმართვა

Sputnik
მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ „ბალენსიაგას“ შოუ ამაღელვებელი სიტყვებით გახსნა, რომელიც ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ თარგმნა.
მისი გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ მიმართვა მშობლიურ აფხაზეთს უკავშირდება.
ყვითელი ამბები
„მე ვიყავი დიზაინერი... ის იყო ოპერატორი“ - ავთანდილი დემნა გვასალიას პლაგიატობაში ამხელს?

„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ ამეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები“, – თქვა დემნამ.