ყვითელი ამბები

„პირად ცხოვრებას ხელს არ უშლის...“ - სალომე ჭაჭუამ ბიზნესი წამოიწყო

Sputnik
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ამბობს, რომ ორ პარტნიორთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გახსნა, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს.

„ამ სფეროში გადავინაცვლე, რადგან ბუნებით სიახლის მოყვარული ვარ. თანაც, ეს საქმე ჩემს პროფესიასთანაც ახლოს არის. ჯანსაღი ცხოვრება, სილამაზის შენარჩუნება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ თავის მოვლაში დავნერგოთ არაინვაზიური მეთოდები და ასე შევძლოთ ახალგაზრდობის შენარჩუნება“, – ამბობს მოცეკვავე ჟურნალ „სარკესთან“.

ყვითელი ამბები
სალომე ჭაჭუას ირლანდიელმა მეწყვილემ დედა გააცნო – რა ხდება წყვილს შორის? – ფოტო
სალომე პასუხობს კითხვას, ხომ არ ეჭვიანობენ მის პროფესიაზე ახლობლები და საყვარელი ადამიანი, სალომე ამბობს, რომ კარიერას კი არ უთმობს ამდენ დროს, არამედ საკუთარი თავის განვითარებას.

„როდესაც საკუთარი თავის განვითარებისგან სიამოვნებას ვიღებ, რატომაც არა?! მე ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ. მინდა ვიგრძნო, რომ ამ სამყაროში რაღაცას წარმოვადგენ. ხშირად და დიდი დოზით – ვერა, მაგრამ მეგობრებსაც ვნახულობ და ოჯახის წევრებსაც. პირადი ცხოვრებისთვისაც ვიცლი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებულია და ერთმანეთს ხელს არ უშლის“, – ამბობს სალომე.