ყვითელი ამბები

რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა - დეტალები

Sputnik
პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალსა და მსახიობს რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაცი, რომელმაც მომღერალს სასამართლოში უჩივლა, ამასთან, ანონიმურად დარჩენა არჩია, აცხადებს, რომ მომღერალს შვიდი თვის განმავლობაში ხვდებოდა. ორი თვის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მარტინი ყოფილ შეყვარებულს გამუდმებით ურეკავს და სულ მცირე სამჯერ მივიდა მის სახლთან.
მსოფლიო დღეს
რიკი მარტინმა და მისმა ქმარმა მეოთხე ვაჟის ფოტო გამოაქვეყნეს
მამაკაცმა სასამართლოს განუცხადა, რომ საკუთარი უსაფრთხოების გამო ღელავს. სასამართლომ კაცის არგუმენტები გაიზიარა და მარტინს ყოფილ პარტნიორთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ნებისმიერი სახით ჩარევა აუკრძალა. მას ასევე არ აქვს უფლება, დაურეკოს ან ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნოს მოსარჩელის მეგობრებს.
მარტინის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებები მომღერლის წინააღმდეგ რეალობას არ შეესაბამება.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჭეშმარიტი ფაქტები ამ საქმის შესახებ გასაჯაროვდება და ჩვენი კლიენტი რიკი მარტინი სრულად გამართლდება“, – განაცხადეს ადვოკატებმა.