ყვითელი ამბები

ბექჰემებმა ქორწინების 23-ე იუბილეს აღსანიშნავად ევროტური დაიწყეს - ფოტოები

Sputnik
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 23-ე იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავენ. მათ ჯერ პაემნის ფოტოები გაავრცელეს, შემდეგ კი ევროპაში სამოგზაუროდ გაემართნენ.
ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი ჯერ პარიზში იმყოფებოდა, ახლა კი ისინი რომანტიკულ არდადეგებს ვენეციაში ატარებენ.
წყვილის პაპარაცული ფოტოები უკვე გავრცელდა. დევიდსა და ვიქტორიას ყვითელი სხვადასხვა ტანისამოსი აცვიათ და გონდოლით გადაადგილდებიან.

„დევიდ, მე შენ ძალიან მიყვარხარ, გილოცავ ქორწინების 23-ე იუბილეს. შენ ჩემი ყველაფერი ხარ“, – ასე დაასათაურა ფოტოები 48 წლის ვიქტორიამ.