ყვითელი ამბები

„ზარმაციც ვარ და მძინარე მზეთუნახავიც...“ - როგორ იკლებს სოფო ბედია მომატებულ კილოგრამებს

Sputnik
მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ამჟამად დიეტას იცავს. ვინაიდან ზამთარში დაახლოებით 3-4 კილოგრამს იმატებს, შემდეგში აუცილებლად უწევს გახდომისთვის ზრუნვა.
ყვითელი ამბები
სოფო ბედიამ ახალი სიმღერა ჩაწერა

„მე ჩემი დიეტა მაქვს. ძირითადად მოხარშული საკვებით, ბოსტნეულით, ცილითა და ხილით ვიკვებები. ამოვიღე ცომეული, ტკბილი და, თუ თავბრუ დამეხვა, ერთი ფილა შოკოლადით ვინებივრებ თავს. ზოგადად, ტკბილზე არ ვგიჟდები და არ ვიღებ შაქარს. თუ კარგ სუფრასთან მოვხვდი, დიეტას აუცილებლად დავარღვევ, თუმცა მეორე დღეს აუცილებლად გავაგრძელებ. ზაფხულს წონა არ უხდება, ამიტომ ვცდილობ კვებით დავარეგულირო კილოგრამები“, – ამბობს სოფო ბედია.

მისი თქმით, არ ვარჯიშობს, რადგან ამის არც დრო აქვს და თან ვერც შეიყვარა.

„ვარჯიში ჩემი სტიქია არ არის. თუ იწყებ ვარჯიშს, სულ უნდა ივარჯიშო, რომ ტონუსში იყო. მე ამის არც დრო მაქვს, თანაც ზარმაციც ვარ და მძინარე მზეთუნახავიც. ისედაც ყოველდღიურად ვარჯიშის გარეშეც ბევრ ენერგიას ვხარჯავ“, – ამბობს სოფო.