ყვითელი ამბები

„ასე, მალვაში ყოფნა აღარ შემიძლია...“ - ლინდა ევანგელისტა მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა

Sputnik
ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა პლასტიკურ ქირურგებს დაუპირისპირდა. 57 წლის მოდელმა საზოგადოებას გაუმხილა, თუ რა გახდა მისი გაუჩინარებოს მიზეზი. როგორც ირკვევა, მან ლიპოსაქცია გაიკეთა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
გაიცანით კეიტ მოსის 18 წლის ქალიშვილი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – ფოტო
ამჯერად ლინდა საზოგადოების წინაშე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. მოდელს შავი სპორტული შარვალი და ჯინსის ქურთუკი ეცვა.
რამდენიმე თვის წინ ლინდა პირველად გამოჩნდა, მან გამოცემა People-ის გარეკანი დაამშვენა და საკუთარ მდგომარეობაზეც გულწრფელად ისაუბრა.

„მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, ახლა კი ქუჩაში ნაცნობთან შეხვედრის მეშინია. მე ასე, მალვაში ყოფნა აღარ შემიძლია“, – განაცხადა ყოფილმა სუპერმოდელმა.