მსოფლიო დღეს

გაზზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ის უსწრაფესად ძვირდება - Bloomberg

უკრაინის კრიზისმა გამოიწვია ბრძოლა თხევად ბუნებრივ აირზე და გლობალური რიგები საწვავის შესყიდვებზე, წერს სააგენტო.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბუნებრივი გაზი ნავთობთან ერთად დიდ სახელმწიფოებს შორის კონფრონტაციის ახალი ეპოქის მამოძრავებელ ძალად იქცა, წერს სააგენტო Bloomberg.
სამშაბათს ევროპაში გაზის ფასმა ვაჭრობის გახსნისას პირველად მარტის დასაწყისიდან გადააჭარბა 1800 დოლარს ათას კუბურ მეტრზე, ბოლო წუთებში ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა და დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

„ბუნებრივი გაზი გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოთხოვნის საქონელი და გლობალური ინფლაციის საკვანძო ფაქტორი, რაც ფასების ექსტრემალურ ნახტომებს იწვევს ისედაც ნაკლებად მშვიდი ბაზრების სტანდარტებითაც კი: ევროპაში გასული წლის დასაწყისიდან ზრდამ 700 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, სწორედ უკრაინის კრიზისმა გამოიწვია ბრძოლა თხევად ბუნებრივ აირზე და გლობალური რიგები საწვავის შესყიდვებზე.
„ქვეყნები ზამთრამდე ჩქარობენ დეფიციტური თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას“, – წერს Bloomberg.
კვლევითი კომპანიის ClearView Energy Partners, LLC (ვაშინგტონი) მმართველის კევინ ბუკის თქმით, ცისფერი საწვავის როლი მომავალშიც გაიზრდება, სანდო მიწოდებაზე მოთხოვნა უკვე აშკარა გახდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.
წყარო - Bloomberg