დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ივლისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 5 ივლისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მარსიმფარველობს.
წინააღმდეგობებითა და ფარული ემოციებით სავსე დღეა. მთლიანობაში მშვიდი რუტინული სამუშაოსთვის შესაფერისი დროა, მაგრამ ამავე დროს შინაგანი დაძაბულობა დროდადრო კამათისა და გარშემომყოფებთან შელაპარაკების სახით შეიძლება გამოვლინდეს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ივლისი>>
კონფლიქტები რომ თავიდან აიცილოთ, დრო დაუთმეთ საკუთარ საქმეებს, შოპინგს, სხვა სასიამოვნო საქმეებსდა ეცადეთ, თქვენი ინტერესები სხვის ინტერესებთან არ გადაიკვეთოს.
ვერძი: მომატებული ენერგიულობა და აქტიურობა დაგეხმარებათ, რომ შეასრულოთ დაგეგმილზე მეტი სამუშაო. ამასთან, მოსალოდნელია კონფლიქტები, ამიტომ მეტად მომთმენი იყავით. შესაძლოა, ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა იგრძნოთ. საღამო შესანიშნავი დროა ახლობლებთან შეხვედრისთვის.
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: შესაძლებელია იურიდიული საკითხების იღბლიანად გადაჭრა. ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს ბიზნესს. პრიორიტეტშია დღეს სასიყვარულო სფერო. შეგიძლიათ გაიცნოთ ვინმე, ან პაემანზე დაპატიჟოთ თქვენთვის სიმპათიური ადამიანი. ასევე კარგად და შედეგიანად ჩაივლის თანამოაზრეებთან შეხვედრა.
ტყუპი: ყურადღებით იყავით ფინანსურ დოკუმენტებზე მუშაობის დროს ან მათზე ხელის მოწერისას. შესაძლოა, ვინმემ იეშმაკოს, დაგიმალოთ საქმის რეალური მდგომარეობა. სახლში კარდინალური ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ ეს მოგეწონებათ. არაა გამორიცხული, რამე შეიძინოთ, ან რემონტი დაიწყოთ.
კირჩხიბი: დღეს ორატორული ხელოვნების ნამდვილი ოსტატი ხართ. შეგიძლიათ ყველასთან შეთანხმება, ადამიანების თქვენ მხარეს გადმობირება. დღეს დადებითი ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ მათი მიღება თქვენთვის რთული აღმოჩნდება. შესაძლებელია რომანტიკული სიურპრიზები.
ზოდიაქო: ვის ელოდება წარმატება 2022 წლის ივლისში
ლომი: მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. გექნებათ კარგი განწყობა. თქვენ ხელში, შესაძლოა, დიდი თანხა აღმოჩნდეს (კრედიტი ან გაწეული მუშაობის საფასური), მაგრამ ყურადღებით გააკონტროლეთ ფული და ნუ აყვებით სწრაფად გამდიდრების მოწოდებებს სხვების მხრიდან.
ქალწული: შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ვიღაც „შტურმით“ შემოიჭრას. ეს მოგეწონებათ. წინადადებებს ფრთხილად მოეკიდეთ, რადგან არის ალბათობა, რომ, როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში რაღაცას გიმალავენ. მეგობრებთან ურთიერთობები კი სიამოვნებას მოგგვრით, მოდუნდებით, იმხიარულებთ.
სასწორი: სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით ნერვიულობა გელოდებათ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ სადღაც რაღაც დაგაკლეს. არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ იფრთხილეთ. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს საიდუმლო შეიტყოთ. საქმიანობისას ინტუიციას ენდეთ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
მორიელი: თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც შორს ცხოვრობენ, შესაძლოა მათგან რაღაც მაცდური წინადადება მიიღოთ. მათი ნათქვამი შეიძლება შელამაზებული იყოს, ამიტომ სანამ წინადადებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. ხელსაყრელი დღეა საქმიანი, პარტნიორული, ნათესაური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.
მშვილდოსანი: ადრე მიღწეულ შეთანხმებებში შესაძლებელია რაღაც ცვლილებები შევიდეს. სამუშაო ვალდებულებებს ადვილად გაუმკლავდებით გამოცდილებისა და ინტუიციის წყალობით. საღამოს სამუშაოსა და რომანტიკულ შეხვედრას შორის შეიძლება არჩევნის გაკეთება მოგიწიოთ.
თხის რქა: პარტნიორთან სამომავლო საქმეებზე შეთანხმდებით. შესაძლოა, მუშაობა მოგიწიოთ სახლიდან შორს, უცხოეთშიც კი, მაგრამ ამისტვის თქვენი კომპეტენტურობა უნდა დაამტკიცოთ. ურთიერთობებისას მოუსმინეთ, რას ამბობს თანამოსაუბრე. თუ მოდუნდებით, შეიძლება ვერ შენიშნოთ, რომ გატყუებენ.
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მერწყული: იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ ეწვიოთ სახელმწიფო დაწესებულებებს, ბანკებს. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი, ისე პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. შესაძლოა, ვერც შეამჩნიოთ, როგორ დახარჯეთ დაგეგმილზე მეტი თანხა.
თევზები: ეს დღე უფრო შეესატყვისება პირად კონტაქტებს, ვიდრე სამუშაო ურთიერთობებს. თუ თქვენს სამუშაო ადგილზე კეთილი, მეგობრული ატმოსფეროა, ეს დადებითად აისახება მუშაობის შედეგებზე. შესანიშნავი დღეა რომანტიკული შეხვედრების, სიყვარულზე დალაპარაკებისთვის.