თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.
ავარიის ზუსტი მიზეზი ექსპერტების მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
წყარო - „აჭარის ტელევიზია“