თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში აღლუმზე სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, იტყობინება მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ორშაბათს დილით ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა. თვითმხილველების თქმით, ის მარტო მოქმედებდა და რამდენიმე ათეული გასროლა განახორციელა.
„თექვსმეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო ხუთის გარდაცვალება დადასტურებულია“, - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.
ამავდროულად, ადგილობრივი მედია რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყება.
ჩიკაგოს ოფიციალური პირების ინფორმაციით, პოლიცია ეჭვმიტანილის ძებნას განაგრძობს.