კულტურის სამინისტრომ საბავშვო სპექტაკლების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

სამი გამარჯვებული საბავშვო სპექტაკლის დადგმას საქართველოს კულტურის სამინისტრო დააფინანსებს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში „საბავშვო მუსიკალური/ბალეტის სპექტაკლების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოაცხადა.
კონკურსის ბიუჯეტი 100 ათასი ლარი იყო. სამინისტრომ აღნიშნულ კონკურსში ცხრა მონაწილის განაცხადი მიიღო.
კონკურსში გაიმარჯვა სამმა სპექტაკლმა, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ:
მიუზიკლი „სანამ მოთოვს“ - შემსრულებელი „ალიხე“;
სპორტული ბალეტი „მოძრაობა და სილამაზე“ - შემსრულებელი „აკადემია ნელი სილაძე“;
„საშობაო ზღაპარი“ - ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.