ტრაგედია ქობულეთში - 10 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფერდობიდან გადავარდნის შედეგად ათი წლის ბავშვი დაიღუპა.
ადგილობრივი ტელეარხის TV25-ის ცნობით, გოგონა ფერდობიდან გადმოვარდა და საფეთქელი დაარტყა.
დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს - 10 წლის გოგონა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
წყარო - TV25