თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზის სავალი ნაწილის დაზიანება გახდა, რომელიც უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა გამოიწვია.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, გზის ამ მონაკვეთზე მათი გადაადგილება თავისუფალია.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, კვირას დასავლეთ საქართველოში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი