თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა - ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ფრენების შესრულება დაიწყო.
ავიაკომპანია ფრენებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს განახორციელებს. პირველი რეისი პარასკევს შედგა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ამ და AZAL-ის სხვა ფრენების ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ავიაკომპანიის აკრედიტებულ სააგენტოებში.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასევე ლოუკოსტერი Buta Airways-ი ახორციელებს.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი