თბილისი, 2 ივლისი– Sputnik. წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს და ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
უცნობია, ასრულებდა თუ არა შსს-ს თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. გამოძიება მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
უწყება არ აკონკრეტებს, არის თუ არა დაკავებული შსს-ს თანამშრომელი.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“