საქართველოში ახალ პატიმრობის კოდექსზე მუშაობენ

კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანა იგეგმება კანონმდებლობაში, ჯერჯერობით უცნობია
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრომ ახალ პატიმრობის კოდექსზე მუშაობა დაიწყო - დაგეგმილი ცვლილებების პირველი განხილვა უწყებათაშორის ფორმატში უკვე გაიმართა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
იგეგმება სრულიად ახალი პატიმრობის კოდექსის პროექტის შემუშავება. კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე მოხდება.
კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანა იგეგმება კანონმდებლობაში, ჯერჯერობით უცნობია.
სამინისტრო პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს − კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს - აგრეთვე, მომდევნო ფაზაში, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებს სამინისტრო შესაბამის სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურ მონაწილეობას სთავაზობს.
წყარო - იუსტიციის სამინისტრო