თბილისში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

სამი ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი – კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებისას 600 კგ-მდე ხორცი დალუქეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ობიექტებიდან სამს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და მიეცა რეკომენდაციები.
სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი შეუსაბამობა, რომელიც ობიექტებში აღინიშნა, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობებია.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ უწყების „ცხელ ხაზზე“ – 1501.
უწყების ცნობით, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.