თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და ბელორუსის რეგიონების ფორუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი სანქციები არ შეცვლის მოსკოვისა და მინსკის კურსს საკავშირო სახელმწიფოს მშენებლობის მიმართ, განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.
„ჩვენ არა მხოლოდ მივიღეთ სიგნალი, არამედ დავრწმუნდით, რომ არანაირი სანქციები, არანაირი შეზღუდვა არ შეცვლის რუსეთისა და ბელორუსის კურსს შემდგომი დაახლოების, ინტეგრაციის, ეფექტური საკავშირო სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, — განუცხადა მატვიენკომ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს არის ობიექტური ისტორიული პროცესი, არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების, არამედ რუსეთისა და ბელორუსის ხალხის ნებაც, რომლებიც საკავშირო სახელმწიფოში ხედავენ ქვეყნების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
როგორც მატვიენკომ აღნიშნა, რუსეთისა და ბელორუსის ერთობლივი ინტეგრაციის პროექტები შესაძლებელს ხდის სწრაფად უზრუნველყონ პროექტების განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, რომლის საბოლოო მიზანია ორი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
2021 წლის ნოემბერში ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ინტეგრაციულ დეკრეტს საკავშირო პროგრამების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრების შექმნას. საკავშირო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განიხილება ერთიანი თავდაცვითი სივრცის შექმნის საკითხიც.