სტიქია დუშეთში: ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ისევ მეწყერი ჩამოწვა

საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის 77-ე და 90-ე კმ მონაკვეთებზე განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც 77-106 კმ მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მეწყრის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საავტომობილო გზის 20-77 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება 1-20 კმ მონაკვეთს, აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.