ყვითელი ამბები

„ჩემი მუსიკა გაიგზავნება კოსმოსში და ადგილზე 2146 წელს ჩავა“ - თემურ წიკლაურის შვილიშვილი

Sputnik
გარდაცვლილი მომღერლის თემურ წიკლაურის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, რომ ცნობილ ბაბუასთან ძალიან მეგობრობდა.

„ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით. ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა. დავემთხვიეთ ამ ცხოვრებაში და მე შვილიშვილი ვიყავი, ის კი ბაბუა. იყო ჩემი მასწავლებელი, მეგობარი“, – იხსენებს ბაბუას ანდრო.

ყვითელი ამბები
„შენზე მითხრა...“ – დავით ოქიტაშვილმა მაია ასათიანს თემურ წიკლაურის სიტყვები გადასცა
ის აღნიშნავს, რომ მუსიკა, რომელსაც თავად ქმნის, სარელაქსაციო, სამედიტაციო ხასიათისაა. როგორც ახალგაზრდა მუსიკოსი ამბობს, მალე კოსმოსში რამდენიმე ათეული ნამუშევარი გაიგზავნება.

„კოსმოსში გაიგზავნება სულ 30 ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი იქნება. 15-წამიანი სიგნალები იგზავნება. ჩემს კომპოზიციას ჰქვია „კოსმიური ტბის გამჭვირვალობა“ და ამ მუსიკის ისეთ სიხშირეზე კონვერტაცია ხდება, რომ გაიგზავნოს კოსმოსში. 4 ოქტომბერს პირდაპირი რეისით გაფრინდება მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტისკენ და ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა“, – ამბობს ანდრო გოგიბედაშვილი.