ნაყინის კოქტეილის რეცეპტი: ხრიკი, რომელიც ყველამ არ იცის

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებისთვისაც და უფროსების ნაწილისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელი რძისა და ნაყინის კოქტეილია.
Sputnik
მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ მარტივად მზადდება, ბევრი ვერ იღებს იმ კონსისტენციასა და გემოს, რომელიც ბავშვობიდან ახსოვს.
ირკვევა, რომ არსებობს ერთი საიდუმლო ხრიკი, რომლის შესახებაც დღეს ცოტამ თუ იცის, სამაგიეროდ კარგად ახსოვთ ძველი თაობის კონდიტერებს. ვნახოთ, როგორ ამზადებდნენ ისინი ამ არაჩვეულებრივ სასმელს.

ერთი ულუფა ნაყინის კოქტეილის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ნაყინი – 80–100 გ;
3 ან 5%-იანი რძე − 1 ჭიქა;
ნებისმიერი ხილის სიროფი ან მურაბის წვენი − 2 სუფრის კოვზი.

მომზადების წესი

აიღეთ რძე და შედგით საყინულეში (და არა უბრალოდ მაცივარში), რომ ცოტა შეიყინოს.
შემდეგ მოათავსეთ რძე და ნაყინი მომცრო ჭურჭელში და თქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე მანამ, სანამ კარგად არ აქაფდება. ამ პროცესში რძისგან ყინულის პატარა ნაჭრები შეიძლება დარჩეს და ეს ნორმალურია.
ბოლოს მიღებულ მასას დაუმატეთ თქვენი საყვარელი სიროფი და დაასხით სასმელი ჭიქებში.

გემრიელად მიირთვით!