თბილისში მეგრული სამზარეულოს დღე ჩატარდება

სტუმრები ელარჯისა და გებჟალიის მომზადების მასტერ-კლასზე დასწრებას შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. „ბაზარი ორბელიანზე“ 2 ივლისს მეგრული სამზარეულოს დღეს უმასპინძლებს.
ამ დღეს ფერმერები სამეგრელოდან სტუმრებისთვის თავიანთ პროდუქტებს – ყველს, თაფლს, ღვინოსა და ჩაის წარმოადგენენ.
დღის ბოლოს ცნობილი მეგრული კერძების – ელარჯისა და გებჟალიის მომზადების მასტერ-კლასი გაიმართება.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.