მუსიკოსი დათო ლონდარიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გარდაცვლილ კოლეგასა და დიდი ხნის მეგობარს ლევან კბილაშვილს იხსენებს და მისი უცნობი რომანის შესახებ საუბრობს.
„გაიცნო ერთი გოგონა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ „ვოისში“ მიეღოთ მონაწილეობა. დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა გამოსვლამ. ამ ქვეყანაში ექვსი წელი დაჰყო, ამასობაში იმ გოგონას დაშორდა. ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. ბოლო დროს სულ ფიქრობდა, არჩევანში იყო. უნდოდა ოჯახი გაეხარებინა, რაღაც ვერ მოაბა თავი. უზომოდ ბევრს შრომობდა“, – ამბობს მუსიკოსი.
ლევან კბილაშვილი რუსეთში The Voice-ის რუსული ვერსიის მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე ლევანის „მწვრთნელი“ იყო ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
„გოლოსის“ შემდეგ ლევანი დარჩა მოსკოვში და აქტიურად დაიწყო მუშაობა თავის სოლო კარიერაზე. გამოდიოდა ცნობილ მომღერალთან ლიუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევანმა რამდენჯერმე გადაიტანა კორონავირუსი და მის შემდგომ გართულებებს ებრძოდა, აწუხებდა მენჯი, ჯოხითაც კი გადაადგილდებოდა და ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.