თბილისში გაიმართება კონცერტი აზერბაიჯანელი და ბერძენი მუსიკოსების მონაწილეობით

კონცერტის ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროებში და ონლაინ.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ სცენაზე 2 ივლისს გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები აზერბაიჯანიდან და საბერძნეთიდან.
საღამოზე წარდგება ფლეიტისტი საბერძნეთიდან სტათის კარაპანოსი. მას თანხლებას გაუწევს გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აზერბაიჯანელი ფუად იბრაჰიმოვის დირიჟორობით.
თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი
გარდა ამისა, კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელ–ქართველი მომღერალი სოფი ვილი.
საღამოს პროგრამაშია მიკა მდინარაძის ნაწარმოების „145/ქრისტე“ პრემიერა, ასევე აჟღერდება ფიქრეთ ამიროვის სიმფონია სიმებიანი ორკესტრისთვის „ნიზამის ხსოვნას“ და ოთარ გორდელის კონცერტინო ფლეიტისთვის.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროებში და ონლაინ.