თბილისი „თურქული სახლების“ გამოფენას უმასპინძლებს

ექსპოზიციის გახსნას თბილისში თურქეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრება.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა „თურქული სახლები“ 5 ივლისს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპოზიციას, რომელიც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა, თბილისი ხუთი დღის მანძილზე უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თურქული სახლების ფოტოები და მათთვის დამახასიათებელი დეკორაციები.
ექსპოზიციის გახსნას თბილისში თურქეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი ალი ქაან ორბაი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.