თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. 1 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზის 63-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „პოლატიოლ-მაპა“ გეგმავს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების შესრულებას, ინტერნეტის ოპტიკური კაბელის მონტაჟის მიზნით.
აღნიშნულის გამო, 2022 წლის 1 ივლისს 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი