ყვითელი ამბები

„ბინის გამო თავი მოიკლა... მეგობრებმა ზურას ფული შეუკოწიწეს“ - გიორგი ყიფშიძე

Sputnik
2018 წელს მსახიობ გიორგი ყიფშიძის დამ, ლენუკა ყიფშიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ მისმა ოჯახმა ქონება დაკარგა. ამ ამბის დეტალებზე გიორგი ყიფშიძემ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
ყვითელი ამბები
„სამი წელი ვცხოვრობდი ადამიანთან, ოჯახი გვქონდა, მაგრამ...“ - რა შეემთხვა ლენუკა ყიფშიძეს?
გიორგი ყიფშიძე ჰყვება, რომ ბაბუამ გარდაცვალების შემდეგ დატოვა ბინა, რომელიც დაკეტილი იყო. ბინა გააქირავეს, კონტრაქტს ხელი მოაწერა დედამისმა, მაგრამ ამ ადამიანებმა ეს ბინა ბანკში ჩადეს და გაიქცნენ.
მსახიობის თქმით, 250 ათასი ლარი გამოიტანეს ბინის საფასურად, მერე თავი გამოაცხადეს ბანკროტად, ხოლო ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა ამ ისტორიის გამო.

„როცა გავიგეთ, გადავირიე, რატომ, რის გამო მოიკლა კაცმა თავი, სახლი მივაქირავეთ, გაურკვეველი ამბავი იყო. და უცბად რეკავს ბანკი და გვეუბნება, რომ თანხა გვაქვს გასახდელი, თორემ სახლი გადის აუქციონზე. ეს სახლი ისე გაიყიდა აუქციონზე, რომ არც კი გაითვალისწინეს, მამაჩემის, ზურას თხოვნა. მე ბანკთანაც პრეტენზია მაქვს, რადგან რატომღაც ჩანაწერებიც კი არ არსებობს იმ კაბინეტის, სადაც ეს ხელმოწერა მოხდა“, – აღნიშნა მსახიობმა.

მისი თქმით, შემდეგ ეს ბინა ფრანგმა, გვარად პოლსენმა იყიდა, რომელმაც როდესაც გაიგო ვითარება, ოჯახს დაჰპირდა, რომ თანხის სანაცვლოდ ბინას დაუბრუნებდა, თუმცა მერე გადაიფიქრა.

„მოკლედ, წაგვართვეს რა. გოიმებივით აგვახიეს ბინა. არ ვიცი, რა გავაკეთო. უნდა ვუჩივლო. მეგობრებმა ზურას ფული შეუკოწიწეს, რომ უკან გამოგვესყიდა და ამ პოლსენმა – არაო რა. ახლა სასამართლოში ვუჩივლებ", – თქვა გიორგი ყიფშიძემ.