თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს მეზობელი ქვეყნების ლიდერები ულოცავენ.
28 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურს 40 წელი შეუსრულდა.
ღარიბაშვილს დაბადების დღე სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა. მილოცვაში, რომელიც სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მათ მჭიდრო ურთიერთგაგება აკავშირებთ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის მჭიდრო ურთიერთგაგება საუკეთესოდ შეუწყობს ხელს ურთიერთობების უფრო თანმიმდევრულ განმტკიცებასა და გაღრმავებას“, – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.
მან აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. ფაშინიანმა ღარიბაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და შემდგომი წარმატებები უსურვა მის მნიშვნელოვან მისიაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს იუბილე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ღარიბაშვილს მის საქმიანობაში წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მოლოცვისთვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, კმაყოფილია ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების წარმატებული განვითარებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კავშირების შემდგომი გაღრმავების მტკიცე რწმენა გამოთქვეს.
საუბრისას ასევე გაიმართა აზრთა ურთიერთგაზიარება ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს.