ყვითელი ამბები

მარიკა თხელიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შვილს ელოდება - წყვილმა ბავშვის სქესი გაიგო

ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გასული წლის ივლისში გათხოვდა.
Sputnik
ყველასთვის ცნობილი მომღერალი მეორე შვილს ელოდება. მისმა მეგობრებმა ნინი ქარსელაძემ და თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში მარიკას და მისი მეუღლის ვიდეო გაავრცელეს, სადაც წყვილმა ბავშვის სქესის შესახებ საზეიმო ვითარებაში შეიტყო.
მა­რი­კა თხე­ლი­ძემ და გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძემ ქორ­წი­ლი გასული წლის ივლისში ბათუმში გადაიხადეს. მომ­ღე­რა­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო აჭა­რა­ში ჯერ კი­დევ 2021 წლის მარ­ტში გა­დავიდა სა­ცხოვ­რებლად, რად­გან მისი რჩე­უ­ლი აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რია.
მა­რი­კა­სა და გი­ორ­გის ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ გა­აც­ნო. სიმ­პა­თია პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გაჩ­ნდა, თუმ­ცა თავიდან და­მე­გობ­რდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი მა­რი­კა მალე მიხ­ვდა, რომ მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­და მო­მა­ვალ ქმარს. ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ი­მარ­თა.
მა­რი­კა თხე­ლი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 5 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეც. რო­გორც მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე იყო ხა­ტია კო­მა­ხი­ძე. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, 14 წლის რეზო და 9 წლის ბარ­ბა­რე მან­ვე­ლი­ძე­ე­ბი.