ღამით მანათობელი ცოცხალი ორგანიზმები - უჩვეულო ფოტოები

ღამით სინათლე მხოლოდ ცაზე როდი ჩანს – დედამიწაზე მილიარდობით ორგანიზმია, რომელიც სინათლეს ასხივებს.
Sputnik
მათი ეცოლუცია ზოგ შემთხვევაში მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგალითად, მიანმარში გასულ წელს აღმოაჩინეს ქარვაში განამარხებული მანათობელი ხოჭო, რომლის ასაკი 99 მილიონი წელია.
ბიოლუმინისცენციის შესაძლებლობის მქონე ყველაზე პატარა ორგანიზმები არიან ერთუჯრედიანები.
ბიოლუმინისცენცია არის ქიმიური და ფიზიკური პროცესი, რომლის დროსაც გარეგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედებით მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რა დროსაც იწყება სინათლის გამოყოფა.
1 / 10

ადრე მიიჩნეოდა, რომ ბიოლუმინისცენცია მხოლოდ გარკვეული ტიპის მწერების ჭუპრებს ახასიათებდა და ეს მტაცებლების დასაფრთხობად სჭირდებოდათ, თუმცა კვლევებმა სხვა პასუხი მოგვცა

2 / 10

ბიოლუმინისცენციური მედუზა დიდ სიღრმეზე წყნარ ოკეანეში

3 / 10

მეცნიერები აცხადებენ, რომ ღრმა წყლის ბინადართა სამი მეოთხედი შეიძლება „ანათებდეს“. ღრმა წყლის ბინადრები საკუთარ უნარს სხვადასხვა მიზნებით იყენებენ

4 / 10

ზრდასრული ციცინათელები საკუთარ შუქს ერთმანეთის მისაზიდად იყენებენ, შემდგომში გამრავლების მიზნით

5 / 10

ოკეანის მანათობელ ბინადართა უმეტესობა ლურჯ-მწვანედ ანათებს, რადგან ასეთი შუქი დიდ მანძილზე ვრცელდება

6 / 10

ცოტა ხნის წინ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა გარკვეული კანონზომიერებები, რომლებიც ნათებასთან არის კავშირში. მაგალითად, ლუმინესცენციის ფერი დამოკიდებულია პროცესში მონაწილე ერთ-ერთი ფერმენტის ფორმულაზე. მეცნიერებმა ასე შეძლეს სოკოების ნათების ფერის შეცვლა. აღსანიშნავია, რომ ბუნებაში, ლურჯი და მწვანე ფერების გარდა, გვხვდება წითელი და ნარინჯისფერი სოკოებიც

7 / 10

ბიოლუმინესცენციური სისტემები განსაკუთრებულია იმით, რომ ისინი არ მიყვებოდნენ ევოლუციას და დამოუკიდებლად ყალიბდებოდნენ. ცნობილია დაახლოებით 30 მექანიზმი, რომლებიც უზრუნველყოფენ სინათლის გამოყოფას

8 / 10

ზოგიერთი ციცინათელა და ლოკოკინა ყვითლად ანათებს, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მობინადრე ხოჭოები გამოყოფენ წითელ და მომწვანო-მოყვითალო შუქსაც

9 / 10

Pyrosome არის ცილინდრული ან კონუსისებრი კოლონა, რომლის სიგრძეც შეიძლება 18 მეტრს აღწევდეს. ის შედგება ათასობით ორგანიზმისგან. კოლონა შეიძლება იყოს 1 სანტიმეტრის სიგრძის, ან რამდენიმე მეტრის. მათ „ზღვის კიტრსაც“ უწოდებენ

10 / 10

ციცინათელები მექსიკის ერთ-ერთ ტყეში