ყვითელი ამბები

ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟმა მომავალი დედინაცვალი „ლამბორჯინით“ ავარიაში მოაყოლა - ვიდეო

Sputnik
მსახიობი ბენ აფ­ლე­კი 10 წლის ვაჟ­თან სა­მუ­ელ­თან და ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­თან ერ­თად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.
ყვი­თე­ლი „ლამ­ბორ­ჯი­ნის“ სა­ჭეს­თან აფ­ლე­კის ათი წლის შვი­ლი დაჯ­და და ის სხვა მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. ბენ­მა ვაჟს ნება დარ­თო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან დამ­ჯდა­რი­ყო.
„ლამ­ბორ­ჯი­ნი ურუ­სის“ ფასი 230.000 დოლარიდან იწყე­ბა, ხოლო გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი დღი­უ­რი ფასი 1.500 დო­ლა­რია. რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან ჩანს, მან­ქა­ნა თეთრ BMW-ს და­ე­ჯა­ხა. ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბენ აფ­ლეკ­მა შვი­ლი ანუ­გე­შა და და­ამ­შვი­და.
აფ­ლე­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TMZ-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.
„არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. ისი­ნი კმა­ყო­ფი­ლე­ბი ჩან­დნენ და მან­ქა­ნე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა ბედ­ნი­ე­რად გა­ნაგ­რძეს. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა, თუ ვარ­სკვლა­ვე­ბი კი­დევ გვეწ­ვე­ვი­ან“, – თქვა, თავის მხრივ, გა­ქი­რა­ვე­ბის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა.
ოს­კა­რის მფლო­ბელ ბენ აფ­ლეკს ყო­ფილ მე­უღ­ლე ჯე­ნი­ფერ გარ­ნერ­თან სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, 10 წლის სა­მუ­ე­ლის გარ­და, მათ კი­დევ ორი - 13 და 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, სე­რა­ფი­ნა და ვა­ი­ო­ლე­ტი.