როდის ჩატარდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ოქტომბერში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო წვრთნები Eternity-2022-ის დაგეგმვის მიზნით პირველი სხდომა ჩაატარა.
წვრთნები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, მიმდინარე წლის 17-28 ოქტომბერს გაიმართება.
სხდომაში მონაწილეობდნენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში Еternity-2021, რომლებიც საქართველოში გასული წლის 4-8 ოქტომბერს ჩატარდა.
პირველად Eternity-ის სამმხრივი სამხედრო სწავლება 2014 წელს გაიმართა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - 2019 წელს.
Eternity მიზნად ისახავს სამი ქვეყნის ტერიტორიებზე საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ეკონომიკური პროექტის უსაფრთხოების დაცვის სფეროს მონაწილეთა უნარ-ჩვევების, ოპერატიული, სასწავლო და ანალიტიკური შესაძლებლობების ამაღლებას, ასევე იმ დანაყოფების თანამშრომლობის სრულყოფას, რომლებიც ამ პროექტების დაცვაზე არიან პასუხისმგებელი.
ტრადიციულად, სწავლებაში სამი ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.