თბილისი, 26 ივნისი − Sputnik. სტამბულში ხორბლის საკითხზე შეხვედრის დეტალებზე მიდის მუშაობა, არსებობს გარკვეული პრობლემები, განაცხადა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს, და თუ კიევი პორტების განაღმვას განახორციელებს, ხორბლით დატვირთული გემები პორტებიდან გასვლას უპრობლემოდ შეძლებენ.
„არის რაღაც დეტალები, რომლებიც უნდა დამუშავდეს. რუსეთი და უკრაინა შეშფოთებას გამოთქვამენ, ჩვენ ვცდილობთ გამოსავლის პოვნას. ჩვენ ვამბობთ, მოდით ბოლო წერტილი სტამბულში დავსვათ... იმედია, ძალიან დაგვიანებული არ იქნება. ეს სიტუაცია გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენთვის მოსავლიანი წელიწადია. მაგრამ არ გვინდა, რომ რეგიონის ქვეყნებს პრობლემები შეექმნათ“, - განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა CNN Turk-თან ინტერვიუში.
მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანის საკითხში რჩება ტექნიკური მომენტები, რომლებიც რუსეთთან, უკრაინასა და გაეროსთან განხილვას საჭიროებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი განაცხადა ხუთშაბათს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ხორბლის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ „უსაფრთხოების ზონა“ შეიქმნება.