თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უამინდობის და გადაუღებელი წვიმების გამო დღეს რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში „ოქსიგენ ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთავში ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზიანა „ოქსიგენ ფესტისთვის“ ცენტრალურ პარკში მოწყობილი მთავარი სცენა, რის გამოც მუსიკალური ღონისძიებები გადაიდო.
ამასთან, მე-7 მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახელებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილები. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ელექტროსადენებიც.
ადგილებზე მობილიზებულნი იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ „რუსთავ-სერვის ცენტრის“ თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
წყარო - „რუსთავი-ინფო“