მარნეულში აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აივნის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მარნეულში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთაგან ერთ-ერთი ორსული ქალი იყო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდა ამისა, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
მედიის ცნობით, აივანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აივნის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.