თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში სამი კაცის დაჭრის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შემთხვევა ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში წუხელ გვიან ღამით მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს