საქართველოში სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავენ

დიდგორის მემორიალთან ასევე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს - საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს
მათ სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს
დღესვე დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით – „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო