მსოფლიო დღეს

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დაიწყო

G7-ის სამიტი 26-28 ივნისს ბავარიაში გერმანიის ხელმძღვანელობით გაიმართება
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მიუნხენში G7-ის სამიტთან დაკავშირებით - ისინი მოითხოვენ მსოფლიო ლიდერებისგან უარი თქვან წიაღისეულ ენერგეტიკაზე, მხარი დაუჭირონ სახეობათა მრავალფეროვნებას, სოციალურ სამართლიანობასა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას, იტყობინება Welt TV.

დიდი შვიდეულის სამიტი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს, 26-28 ივნისს ბავარიის ელმაუს ციხესიმაგრეში გაიმართება. სამიტზე მოწვეულ მონაწილეებს შორის არიან სენეგალის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, არგენტინის, ინდოეთის, ინდონეზიის ლიდერები. შეხვედრაში ასევე ვიდეოკავშირით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩაერთვება.

საპროტესტო აქციები მიუნხენში G7 სამიტის დროს.
მანამდე სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებში საერთო ჯამში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობს. G7-ის სამიტთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შესახებ ადრე განაცხადა 15-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, მათ შორის ველური ბუნების დაცვის ფონდმა (WWF Wildlife Fund).
საპროტესტო აქციები მიუნხენში G7 სამიტის დროს.
ამ დროისთვის პოლიციისა ან აქციის ორგანიზატორების რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტი ამ დრომდე არც დაფიქსირებულა, იუწყება Welt მიუნხენის პოლიციაზე დაყრდნობით.
წყარო - Welt