ავარია ფონიჭალაში: არიან დაშავებულები

გზატკეცილზე ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. თბილისის გარეუბანში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ერთდროულად ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამივე დაზარალებული უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
წყარო - „მთავარი არხი“.